• Geo
  • Eng
11.11.2022
დინამო-2 მომავალი წლიდან ლიგა 2-ში

დღეს ეროვნულ ლიგა 3-ში 27-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ბორჯომს უმასპინძლა. შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მათე ტერელაძემ მეკარისა და დაცვის შეუთანხმებლობით ისარგებლა და 0-1. პირველ ტაიმში დინამო ბევრს ეცადა, თუმცა ანგარიში ვერ შეცვალა. მეორე ტაიმის დებიუტში კი თორნიკე მორჩილაძემ ზუსთი თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა 1-1. დედაქალაქელებმა კიდევ უფრო უმატეს შეტევებს და შეხვედრის ბოლოსკენ გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხეს. 3 ქულის მომტანი გოლი ლუკა ლაცაბიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამ გამარჯვებით 64 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მესამე ადგილოსანისთვის მიუწვდომელი გახდა. ამრიგად დედაქალაქელებმა წარმატებული სვლა განაგრძეს და მომავალ სეზონისთვის ეროვნული ლიგა 2-ის საგზურიც მიიღეს. დინამოელები ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსან ფოთის კოლხეთს, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით -1 ჩამორჩებიან. მომდევნო ტურს თბილისელები 17 ნოემბერს სწორედ ფოთში გამართავენ და დიდი ალბათობით ხსენებულ შეხვედრაში პირველადგილოსნის ბედიც გადაწყდება. შემდეგ დინამოელები 24 ნოემბერს თბილისი სიტის უმასპინძლებენ და ტურნირს 1 დეკემბერს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურასთან მატჩით დაასრულებენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022