• Geo
  • Eng
13.09.2022
ანტონ ჩიჩკანი დინამოს ფეხბურთელია
დინამო თბილისის რიგებს ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი შეუერთდა, იგი ჩვენი კლუბის შემადგენლობაში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა, შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულება დამატებით ერთწლიან პერიოდსაც მოიცავს.
 
ანტონ ჩიჩკანი: "ვიცი, რომ დინამო საქართველოს ყველაზე დიდი კლუბია, საკუთარი ისტორიითა და საფეხბურთო ტრადიციებით. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ დიდი ქართული ოჯახის წევრი გავხდი.
 
​ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიშის გამართვა მოვასწარი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ. ვფიქრობ, რომ დინამოში კარგი პერიოდი მექნება და გულშემატკივარს ჩემს საუკეთესო თამაშს ვუჩვენებ."
 
​დინამომდე ანტონ ჩიჩკანის ბოლო კლუბი უფა გახლდათ, მანამდე კი, იგი ბორისოვის ბატესა და სმოლევიჩის ღირსებას იცავდა. ჩიჩკანი სამჯერაა ბელარუსის ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი, ერთხელ კი სუპერთასის გამარჯვებული. 
 
​რაც შეეხება ჩვენი ახალწვეულის სანაკრებო კარიერას, ანტონ ჩიჩკანს ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული გუნდში კი, ერთი.
 
საკლუბო კარიერა
 
​სმოლევიჩი (2016) - 16 მატჩი
ბატე (2017-21) - 77 მატჩი
​უფა (2022) - 6 მატჩი
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022