• Geo
  • Eng
13.08.2022
დინამომ სიონს 3-1 მოუგო

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 21-ე ტური გაიმართა, რომელშიც დინამომ სიონს უმასპინძლა.

 

შეხვედრა მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-1 დასრულდა. პირველ ტაიმში არერთი მცდელობის მიუხედავად გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში კი ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა 65-ე წუთზე გახსნა. ხუთიოდე წუთში საჯარიმო დარტყმის შემდეგ დინამოს საჯარიმოში არეულობით თემურ ბექაურმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 1-1. გიორგი გაბედავამ 77-ე წუთზე ძლიერი დარტყმით კიდევ ერთხელ დააწინაურა დინამო 2-1. მატჩის 82-ე წუთზე დავით სხირტლაძემ იტამაშა ტექნიკურად, ზუსტი გადაცემა და უსმანე კამარამ საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

 

შემდეგ შეხვედრას დინამო 20 აგვისტოს გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024