• Geo
  • Eng
16.06.2022
სამგურალი 2-1 დინამო
16 ივნისს წყალტუბოში ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამგურალმა დინამოს უმასპინძლა.
 
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. დინამოელებმა პირველივე წუთებიდან მასიურად შეუტიეს მასპინძლებს. მეორე წუთზე დმიტრი ანტილევსკის მართებდა გოლის გატანა, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. დინამოელებმა გოლი მომდევნო შეტევაში გაიტანეს. გიორგი მოისწრაფიშვილის ჩაწოდებული კუთხური შედეგიანად ბარნს ოსეიმ გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ორიოდე წუთში თბილისელებმა კიდევ ერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, მეკარესთან პირისპირ თორნიკე კირკიტაძე გავიდა, თუმცა გოლკიპერს ვეღარ აჯობა. სამაგიეროდ შედეგიანად სამგურალის ფეხბურთელებმა ითამაშეს და მე-9 წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
 
პირველ ტაიმში აღარაფერი შეცლილა, მეორე ტაიმის დებიუტში კი ნიკა კალანდარიშვილმა ისარგებლა მომენტით და სამგურალი წინ გაიყვანა. თბილისელები ბევრს ეცადნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, გიორგი პაპავამ საჯარიმოდან ხარიხაც შეაზანზარა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. მომდევნო მატჩს კახა ცხადაძის გუნდი 20 ივნისს გაგრასთან ჩაატარებს.
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024