• Geo
  • Eng
08.05.2022
დინამომ ბოლნისში დიდი ანგარიშით მოიგო

დღეს ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სიონმა დინამოს უმასპინძლა.

 

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თამაში აქტიური და უხვგოლიანი გამოდგა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე არ დაუთმიათ. პირველი გოლი სტანისლავ ბილენკიმ მატჩის მე-4 წუთზე გაიტანა. მე-18 წუთზე უკრაინელმა ფეხბურთელმა ზუსტი გადაცემით უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. ძმებმა ხორხელებმა 21-ე და 24-ე წუთზე სტატუს ქვო აღადგინეს და ყველაფერი თავიდან დაიწყო. მცირე შოკიდან დინამო მალევე გამოვიდა და სტანისლავ ბილენკიმ ტექნიკური დარტყმით წინ გაიყვანა თბილისური გუნდი. ტაიმის ბოლოსკენ გიორგი გაბედავას აქტიურობა და ანგარიში 2-4 გახდა.

 

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც საიმონ ბენიომ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა ბოლნისელთა კარში და დედაქალაქელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. ორიოდე წუთში მასპინძლებმა სტუმართა დაცვის შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლეს და თომა ტაბატაძემ გოლი ჩაიწერა აქტივში. შეხვედრის 58-ე წუთზე ბარნს ოსეიმ კიდევ ერთხელ აიღო ლევან ისიანის კარი, ბოლო წუთზე კი ჩვენი გუნდის უკრაინელმა ფორვარდმა დინამოში პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა 3-7. მომდევნო შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი 12 მაისს გორში ადგილობრივ დილასთან გამართავს.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022