• Geo
  • Eng
25.01.2022
ბოლო ვარჯიში პირველ ამხანაგურ მატჩამდე
25 იანვარს ბელეკში დინამო თბილისმა პირველი ამხანგური მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. ანტალიის რეგიონში დილიდან გადაუღებლად თოვდა, თუმცა საღამოს ამინდი გამოსწორდა და სავარჯიშო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა. კახა ცხადაძის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო, მცირე დაზიანების გამო დღევანდელი ვარჯიში ლევან ხარაბაძემ გამოტოვა.
 
როგორც მოგეხსენებათ ხვალ დინამოელები თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს საფეხბურთო კლუბ ლვოვთან გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა დინამოს YouTube არხით იქნება შესაძლებელი.
 
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილება 25-მა ფეხბურთელმა მიიღო:
 
მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დათო კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია
 
მცველები: საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი იაკობიძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, გიორგი მაისურაძე
 
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დიტო ფაჩულია, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი გვიშიანი
 
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024