• Geo
  • Eng
20.10.2021
ფრე ბათუმში

დღეს ბათუმში, ეროვნული ლიგის 30- ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დინამომ დედაქალაქურ დინამოს უმასპინძლა. თბილისელები პრინციპულ დაპირისპირებას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. გუნდს ტრავმების გამო დავით სხირტლაძე, დავით კობოური და გიორგი გაბედავა გამოაკლდა, ხოლო გიორგი პაპავას ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოეწურა. კაპიტნის სამკლაური გიორგი კუციამ მოირგო, დაცვის ხაზში კი ადგილი ახალგაზრდა სანდრო კალანდაძემ დაიკავა. თავად მატჩი ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით გახსნა. მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. ორივე კართან რამდენიმე სახიფათო და სწრაფი შეტევის შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. მე- 18 წუთზე სწრაფ კონტრშეტევას ლევან ხარაბაძის კარგი თამაში მოჰყვა, მისი გადაცემა საჯარიმოში და ბარნს ოსეი ერთი შეხებით ხსნის ანგარიშს. ბათუმელებმა უმატეს შეტევებს და ერთ ეპიზოდში ანდრეს პრიეტომ იხსნა თბილისელთა კარი. საპასუხოდ უკვე დედაქალაქურ დინამოს მართებდა მეორე გოლის გატანა, თუმცა ზორან მარუშიჩმა ხელსაყრელი სიტუაციიდან მეკარეს გაარტყა ბურთი. ბათუმელებმა თბილისელთა დაცვის შეცდომით 38- ე წუთზე ისარგებლეს და ჯაბა ჯიღაურმა სტატუს ქვო აღადგინა. ტაიმი ფრედ 1-1 მორჩა. მეორე ნახევარიც პირველის დარად მაღალ ტემპში განახლდა. გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალას. ჯერ ირაკლი აზაროვმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა კარს, შემდეგ კი სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა, ფაბიან სპორქსლედეს ჩაწოდება და ბოლო წამს მცველებმა განმუხტეს მომენტი. თამაში ბოლო წუთებში საკმაოდ დაიძაბა. ორივე გუნდი ცდილობდა უშეცდომოდ თამაშს და ანგარიშც აღარ შეცვლილა 1-1.

 

დინამო ბათუმი  1-1  დინამო თბილისი

 

გოლი: 0-1 ოსეი 18’  1-1 ჯიღაური 38’ 

გაფრთხილება: მამუჩაშვილი 30’  ფლამარიონი 43’  ხვადაგიანი 49’  კუცია 56’  ფანცულაია 66’  ჩაბრაძე 75’  ტეიდი 76’  ხვადაგიანი 93'

 

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ტეიდი, აზაცკი, ჯიღაური (გროცურეკი 92), ფანცულაია (გაფრინდაშვილი 74), აზაროვი, მამუჩაშვილი (ზარია 74), ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 89), კობახიძე, ჩაბრაძე, ფლამარიონი (შინდაგორიძე 89)

დინამო თბილისი: პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მექვაბიშვილი, სპორქსლედე, ხარაბაძე, რადინი (მოისწრაფიშვილი 52), კუცია (მორჩილაძე 58), ოსეი (ქავთარაძე 68), მარუშიჩი

 

მსაჯი: ჰ. გოჩეკი (თურქეთი)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021