• Geo
  • Eng
12.09.2021
თელავი 1-0 დინამო

დღეს თელავში, კავკასიონი არენაზე ეროვნული ლიგის 23- ე ტურის მატჩი გაიმართ, რომელშიც თელავმა დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა ხისტად დაიწყო, დინამომ კი დებიუტშივე შექმნა სახიფათო მომენტი. მილან რადინის შეიჭრა საჯარიმოში, ბოლო წამს ბურთის კუთხურზე გადაგდებით მცველებმა სიტუაცია განმუხტეს. სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და უფრო მეტად თამაში მეტოქის ნახევარზე გაგრძელდა. 37- ე წუთზე გიორგი გაბედავამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ჩვენი გუნდის ახალწვეული დავით სხირტლაძე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ასევე სადებიუტო მატჩი გამოდგა დინამოს ესპანელი გოლკიპერის - ანდრეს პრიეტოსთვისაც. პირველი ტაიმის ბოლოსკენ, მოედნის ცენტრში დაშვებული შეცდომა და სტუმართა კარი გოლისგან ხარიხამ იხსნა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დინამოს საჯარიმოს მისადგომთან ჯარიმა დაინიშნა. ლაშა შერგელაშვილმა კი ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. დინამომ უმატა შეტევებს, 58- ე წუთზე კი დავით სხირტლაძის ძლიერად გასროლილი ზემოდან გადაცდა მასპინძელთა კარს. დინამოელებმა მიჯრით რამდენიმე სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენეს. გოლის გატანასთან ახლოს ზორან მარუშიჩი, გიორგი კუცია და დავით სხირტლაძე იყვნენ, თუმცა სამივე ეპიზოდში დარტყა არაზუსტი გამოდგა. დედაქალაქელთა მრავალი მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და თელავმა 1-0 მოიგო.

 

თელავი  1-0  დინამო

გოლი: 1-0 შერგელაშვილი 49’ 

გაფრთხილება: მარაქველიძე 13’  რადინი 31’  ჯიქია 39’  ჯანელიძე 45’  კუცია 71’  შეყილაძე 77’  რუხაძე 83’  ფაცაცია 90’ 

 

თელავი: სანიკიძე, თევზაძე, მარაქველიძე (აშორტია 75), ჯანელიძე (შეყილაძე 75), თოლორდავა, ჩუკვურა (რუხაძე 63), ჯიქია, ჟუნიორი, ფაცაცია, არდაზიშვილი (კაპანაძე 57), შერგელაშვილი

დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი (მოისწრაფიშვილი 88), პაპავა, ბენიო, ქარდავა, მორჩილაძე, ხარაბაძე, რადინი (კუცია 65), ოსეი (ქავთარაძე 88), გაბედავა (სხირტლაძე 37), მარუშიჩი

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021