• Geo
  • Eng
05.03.2021
დინამომ მორიგი ქართული დერბი მოიგო

78- ე ქართული დერბი ქუთაისში გაიმართა და დინამოელთა მე- 40 გამარჯვებით დასრულდა. დინამოელები მეტოქეს ძირითადში გამწესებული სამი ფორვარდით ესტუმრნენ. შეხვედრა დედაქალაქელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 15 წუთზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან დინო ჰამზიჩი გააძევა, რომელმაც ერთი ერთზე გასული თორნიკე ახვლედიანი, საჯარიმოს გარეთ აკრძალული ხერხით შეაჩერა. ნახევარი საათის თავზე დინამოს ანგარიშის გახსნა მართებდა, გიორგი გაბედავას ტექნიკური თამაში და დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია. პირველ ნახევარში კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი განიმუხტა ბოლო წუთს. მეორე ტაიმის დებიუტში კი ანგარიში გაიხსნა. შეტევაში ჩართულმა მილან რადინმა ითამაშა ტექნიკურად, ერთი მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე და ზუსტი გადაცემით თორნიკე ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც თავით შორეულ კუთხეში სადებიუტო გოლი გაიტანა. რამდენიმე წუთში ახვლედიანს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ მისი თავით დარტყმული ბურთი ლუკა ქაფიანიძემ დაუცველი კარიდან გამოიტანა. ცოტახანში ზორან მარუშიჩის აქტიურობას გიორგი გაბედავას ძლიერი, მაგრამ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. 70- ე წუთზე ლუკა გაგნიძემ კუთხურიდან მოაწოდა, ბურთზე საიმონ ბენიო აიწია, თავით შედეგიანად გაისროლა და 0-2. დინამოს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში შეეძლო ანგარიშის გაზრდა. ლუკა გაგნიძემ ბურთი ძელს გაარტყა, გიორგი გაბედავამ კი ახლო მანძილიდან მეკარეს მოახვედრა. ბოლო წუთებზე მოედანზე სეკუ კეიტაც შევიდა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი ქართული დერბი მოიგო. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 მარტს დინამო არენაზე ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

 

ტორპედო  0-2  დინამო

 

გოლი: 0-1 ახვლედიანი 48’  0-2 ბენიო 70’ 

გაფრთხილება: პაპავა 90+1’ ბუკასი 90+4’

გაძევება: ჰამზიჩი 15’ 

 

ტორპედო: ჰამზიჩი, ტაბატაძე (ინკუმი 73), მირცხულავა, ქაფიანიძე (შარვაშიძე 73), ტუჩიბაევი, ნადარაია, მამასახლისი (ძარია 83), ბუკასი, სალაკუ (შოვნაძე 18), რეკიში, ზიდანი

დინამო: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, პაპავა, მექვაბიშვილი (კუცია 85), რადინი, გაგნიძე, სპორქსლედე (იაშვილი 92), გაბედავა (კეიტა 92), მარუშიჩი (კასტრო 85), ახვლედიანი (ქარდავა 72)

 

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024