• Geo
  • Eng
20.02.2021
დინამო - გაგრა | ურთიერთშეხვედრები

21 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასი საიუბილეოდ მეოცედ გათამაშდება. ერთმანეთის პირისპირ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი და მოქმედი თასის მფლობელი გაგრა წარდგებიან. ფინალი 18.00 საათზე დაიწყება. რეგულაციებიდან გამომდინარე შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

დინამოსა და გაგრას ურთიერთშეხვედრები ეროვნულ ჩემპიონატში 9 მატჩს ითვლის. 7 შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი მატჩი ფრედ მორჩა და ერთი პაექრობაც (სადებიუტო, 2008 წლის 14 სექტემბერს) ზღვისპირელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/4 დინამოს სასარგებლოდ.

მართალია ჩემპიონატში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს, სამაგიეროდ სათასო ორი მატჩიდან ორივე გაგრამ მოიგო. 2011 წელს ¼ ფინალში გაგრამ პენალტების სერიაში იმარჯვა და საბოლოოდ იმ წელს ყიფიანის სახელობის თასსაც დაეუფლა. 2018 წელს უკვე ნახევარფინალურ სტადიაზე გაგრამ პირველ ექსტრა ტაიმში გაიტანა და საბოლოოდ ფინალშიც გავიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024