• Geo
  • Eng
21.12.2020
გიორგი ნემსაძე დინამოს მთავარი მწვრთნელია

დღეს დინამოს საპრესკონფერენციო დარბაზში ჩვენი გუნდის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ დინამოს მთავარ მწვრთნელი გიორგი ნემსაძე წარადგინა. კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება 1+1 წლით გაფორმდა.

პრესკონფერენციის დაწყებამდე დინამოელებმა ვლადიმერ გუცაევს იუბილე მიულოცეს.

გიორგი ნემსაძე: ჩისკო მუნიოსს უოტფორდში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ინგლისურ სარბიელზე. დამიჯერეთ კარგად ვიცი რა ტრადიციების გუნდშიც ვარ. ამ შემოთავაზებისთვის დინამოს ხელმძღვანელობას მადლობა მინდა ვუთხრა. ეს დიდად  საპასუხისმგებლო პოსტია. კარგად ვიცი რა დაკვეთაცაა ხელმძღვანელობისგან და გულშემატკივრისგან. რაც შეეხება დინამოს მიზნებს - ყველაფერი უცვლელია. მომავალ სეზონში - ჩემპიონატში და თასზე გამარჯვება და თუ რაიმე ისტორიულ ფურცელს გადავშლით, რა თქმა უნდა სასიხარულო იქნება და ჩვენც ამისაკენა ვისწრაფვით.

მთავარი პრიორიტეტი გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია იქნება, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით რა დონის აკადემია აქვს დინამოს. ეს რესურსი ჩვენი კლუბის სასიკეთოდ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების ძირითად ნაწილს დინამოს მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელები წარმოადგენენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024