• Geo
  • Eng
24.09.2020
დინამო ფარერებზე დამარცხდა

ტორშავნში უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა შედგა, რომელშიც კლაკსვიკმა დინამოს უმასპინძლა. დინამოელებმა პირველი დარტყმა კარისკენ მე- 9 წუთზე განახორციელეს. ნოდარ ქავთარაძე ემუქრებოდა მასპინძელთა კარს, თუმცა ბურთი აცდა სამიზნეს. საპასუხოდ კი პატრიკ იოჰანესენმა დაარტყა თავით როინ კვასხვაძის კარის მიმართულებით, მაგრამ დინამოელთა მეკარეს ზუსტი პოზიცია ეკავა და არც დარტყმული გამოდგა ძლიერი. 22- ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩამოაწოდეს და დენი პავლოვიჩმა ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა. თბილისელებმა ტაიმის ბოლოს მკვეთრად უმატეს შეტევებს და რამდენიმე სახიფათო მომენტი გაუშვეს ხელიდან, აღსანიშნავია გიორგი ქიმაძის სოლო რეიდი, რომელსაც მცირედი დააკლდა ანგარიშის გათანაბრებამდე. ერთი საათის თავზე იოჰანესენმა კონტრშეტევაზე მეორე გოლი გაიტანა დინამოელთა კარში, რასაც ათწუთიან ინტერვალში კლეტსკარდის დუბლი მოჰყვა. ერთი გოლი შეცვლაზე შესულმა პერნამბუკუმ გაქვითა, თუმცა მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ დინამომ 1-6 დათმო მატჩი.

 

კლაკსვიკი  6-1  დინამო

გოლი: 1-0 პავლოვიჩი 22’  2-0 პ. იოჰანესენი 58’  3-0 კლეტსკარდი 60’  4-0 კლეტსკარდი 69’  4-1 პერნამბუკუ 71’  5-1 კლეტსკარდი 73’  6-1 ი. იოჰანესენი 85’ 

გაფრთხილება: ქავთარაძე 18’  ბენიო 28’  პ. იოჰანესენი 40’  ანდრესენი 83’ 

 

კლაკსვიკი: იენსენი, პავლოვიჩი (შკრბეცი 75), ბრინკი, პ. იოჰანესენი (დოშლიაკი 89), ანდრეასენი, კლეტსკარდი (ი. იოჰანესენი 82), ბიარტალიდი, მიდსკოგენი, ფაერო, დანიელსენი, ვატნსდალი

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობოური (კუხიანიძე 74), ქიმაძე, პაპავა, ქარდავა, ორშულა (პერნამბუკუ 52), ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), გაბედავა

 

მსაჯი: თორვალდურ არნასონი (ისლანდია)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020