08.03.2020
ფრე ორი დინამოს მატჩში

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ ათ წუთში რამდენიმე სახიფათო გარღვევა თავის აქტივში ირაკლი ბუღრიძემ და აკაკი შულაიამ ჩაიწერეს. ნიკა ნინუას ძლიერი დარტყმაც გამოსარჩევია, რომელიც მიხეილ ალავიძემ კუთხურზე მოიგერია. მე- 15 წუთზე ივან ტრუბოჩკინის დაგორებულ ბურთს კარისკენ აკაკი შულაია გზავნიდა, ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. შეხვედრის 27- ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მართებდათ. ნიკა ნინუას ჩაწოდებულ საჯარიმოს ლუკა ლოჩოშვილი ქუსლით აგვირგვინებდა, ბურთი კი სულ ოდნავ აცდა ბათუმელთა კარის ჩარჩოს. ცოტახანში კი მიხეილ ალავიძემ ლუკა ლოჩოშვილის შორიდან ძლიერად დარტყმული უკუაგდო კუთხურზე. საპასუხოდ როინ კვასხვაძემაც გამოავლინა თავისი ოსტატობა, როდესაც ვლადიმერ დვალიშვილის თავური მოიგერია. აკაკი შულაიას სწრაფი გარღვევაა გამოსარჩევი, მაგრამ ბოლო წამს თბილისელთა შემტევს დარტყმა გაუცუდდა. ტაიმის ბოლოს მარცხენა ფრთიდან დავით კობოურის ჩაწოდებულ ბურთს ფილიპ ორშულა თავით გზავნიდა კარისკენ, ბურთი ალავიძემ მოიგერია და პირველი ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძელთა კუთხურის შემდეგ გიორგი პაპავას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ არაზუსტად ითამაშა. საპასუხოდ კი ბათუმელებმა გახსნეს ანგარიში. ვაგნერ გონსალვესის ძლიერი დარტყმული როინ კვასხვაძემ უკუაგდო, დამატებაზე კი ჯაბა ჯიღაურმა ითამაშა ზუსტად. მასპინძლებმა სტატუს ქვო 5 წუთში აღადგინეს. აკაკი შულაიას ჩაწოდებულის შემდეგ ვლადიმერ მამუჩაშვილს საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი, პენალტი კი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა. ამის შემდეგ თამაში უფრო ხისტად გაგრძელდა, ორივე გუნდი მოედნის ცენტრში ცდილობდა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. 85- ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ირაკლი აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს გიორგი კუცია ვერ შეწვდა და დედაქალაქელებმა რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. მეტი აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო 12 მარტს საბურთალოსთან გამართავს.

 

დინამო თბილისი 1-1 დინამო ბათუმი

გოლი: 0-1 ჯიღაური 50’  1-1 ნინუა (პენ) 55’ 

 

დინამო თბილისი: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური (იაშვილი 72), პაპავა, ნინუა, კუცია, შულაია (აზაროვი 78), ორშულა (ზარია 67), ბუღრიძე

დინამო ბათუმი: ალავიძე, გეგეჭკორი, ობოაბონ, გაგოშიძე, ნავალოვსკი, მამუჩაშვილი, ცინცაძე (ტეიდი 62), გონსალვესი, ჯიღაური, მანჯგალაძე (თევდორაძე 89), დვალიშვილი (საბანაძე 67)

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020