06.10.2019
ფრე ბათუმში

ბათუმში ანგისას ბაზაზე ეროვნული პირველობის 30- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე ძლიერი წვიმა წამოვიდა, რომელიც შეიძლება ითქვას თამაშის ბოლომდე არ შეწყვეტილა, რასაც პირველ ტაიმში ძლიერი ქარი დაემატა. ამ ყველაფერმა სათამაშო მოედნის მდგომარეობაზე გავლენა იქონია და ფეხბურთელებს ურთულეს პირობებში უხდებოდათ გადაადგილება და ბურთის დამუშავება. შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი გასაგები მიზეზების გამო არ ყოფილა, ტერიტორიული უპირატესობა კი მასპინძლების მხარეს იყო. ბათუმელებმა ანგარიში 56- ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. ზუსტად ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა პენალტი. საპასუხო გოლი კი 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან მჭედლიძემ გაიტანა, მან დასწრებაზე ოლექსანდრ კაპლიენკოს გადაცემა შეირგო და ზუსტად გაისროლა. ეს გოლი ლევან მჭედლიძესთვის დინამოს ფორმით სადებიუტოა. თბილისელები მომდევნო მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 19 ოქტომბერს ლოკომოტივთან ჩაატარებენ.

 

დინამო ბათუმი  1:1  დინამო თბილისი

გოლი: 1:0 ფლამარიონი 56’  1:1 მჭედლიძე 83’

გაფრთხილება: გეგეჭკორი 40’  იაშვილი 42’  ზარია 54’  ქიმაძე 78’  კაპლიენკო 91

 

დინამო ბათუმი: ალავიძე, ტეიდი, მანჯგალაძე, ფლამარიონი, მამუჩაშვილი, გეგეჭკორი, კობახიძე, დვალიშვილი, გაგოშიძე, ნავალოვსკი, რამოსი

დინამო თბილისი: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო, ნინუა, პაპავა, ზარია, ქიმაძე, დაფე, კარიკარი

 

მსაჯი: მარსელ ბირსანი (რუმინეთი)

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019