• Geo
  • Eng
28.07.2016
ჯაბა ჯიღაური: მჯერა, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს

თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

"თამაშიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია - ზაგრების "დინამო" გამოცდილი გუნდია და 3-წუთიანი კონცენტრაციის დაკარგვა არ გვაპატია.

მჯერა, რომ 2 აგვისტოს, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ეს ის მომენტია, როცა გულშემატკივრის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. შეუძლებელი არაფერია და ამის დამტკიცებას ჩვენი გუნდი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეცდება", - გვითხრა ჯიღაურმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/94659-jaba-jighauri-mjera-thbilisis-qdinamoq-metoqes-dauvitsyar-sanakhaobas-shesthavazebs.html

ედო ბადალაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024