• Geo
  • Eng
25.02.2015
ჭაბუკების გამარჯვება სლოვაკებთან

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები განაგრძობს ელიტ რაუნდისთვის მზადებას. გოჩა ტყებუჩავას ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მინდორზე სლოვაკ თანატოლებს უმასპინძლა და 1:0 აჯობა მეტოქეს. გამარჯვების გოლი 55- ე წუთზე გიორგი არაბიძემ გაიტანა. ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულმა ექვსივე დინამოელმა იასპარეზა. ლევან ისიანმა, ნიკა ყურშავიშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა და აკაკი ყურაშვილმა სასტარტოში იასპარეზა. ირაკლი ბუღრიძე 54- ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

26 თებერვალს 14.00 საათზე გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 3 მარტს გოჩა ტყებუჩავას ნაკრები გერმანიაში შეკრების გასავლელად გაემგზავრება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024