• Geo
  • Eng
05.11.2014
პატარა დინამოელებმა ტურნირი გამარჯვებით გახსნეს

5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ბენდელას სტადიონზე ტარდება თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის- რევაზ მგელაძის სახელობის ტურნირი 2003 წ. დაბადებულ მოზარდთა შორის. გათამაშებაში ექვსი გუნდი მონაწილეობს: დინამოს აკადემია, რუსთავი, ვილვეტ ალმა-ათა, საბურთალო, ოლიმპიკი და სულაქველიძის აკადემია. გუნდები ორ ჯგუფად იასპარეზებენ ტურნირზე.

დღეს პირველ შეხვედრაში დინამოელები რუსთაველ თანატოლებს შეხვდნენ და დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხეს მეტოქე. რევაზ გვარაკიძის შეგირდებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა და ეს გატანილ გოლებშიც ასახეს. გოგოტიშვილი, სიხარულაშვილი, კერესელიძე (2), სიჭინავა და ბაბლუანი არიან შედეგიანი დარტყმის ავტორები.

ხვალ პატარა დინამოელები ალმა-ათას ვილვეტს დაუპირისპირდებიან. მატჩი ბენდელას სტადიონზე 11.00 საათზე დაიწყება.

დინამო 6:1 რუსთავი

დინამო U-11: კოტრიკაძე, ოდიშვილი, ქავთარაძე, სიჭინავა, გოგოტიშვილი, სიხარულაშვილი, აბუაშვილი, გაგნიძე, კერესელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ტურძილაძე, თარგამაძე, კეკელიძე, ბაშარული, ფიფია, ბაბლუანი, დიხამინჯია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024