• Geo
  • Eng
18.10.2014
ჭაბუკების გამარჯვება და მარცხი

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ქობულეთის შუქურას 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. გოლები სართანიამ, ჯიქიამ, კუციამ და ბაბუნაძემ გაიტანეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 50/1 ბალანსით არიან.

დინამოსა და შუქურას 17 წლამდელების დაპირისპირებაც თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 3 გოლი გაუტანა ქობულეთელებს. მიხეილ ბაშალეიშვილმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც სეიდოვის ანგარიშზეა. ამ მოგებით დინამოელებმა 16 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდნენ.

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდა.  ოთარ გაგნიძის შეგირდები საბურთალოს ესტუმრნენ და 1:4 დამარცხდნენ. გოლი გაგუას ანგარიშზეა. ოთარ გაგნიძის გუნდი 5 ტურის შემდეგ დაგროვილი 10 ქულით და ბურთების ბალანსით 13/4, სატურნირო ცხრილის ლიდერებშია. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში დინამოელთა 2001 წლიანების გუნდი მონაწილეობს.

 

დინამო U-15  4:0  შუქურა U-15

დინამო U-15: ბულისკირია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ხარაბაძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, სამსონია, სართანია, ჯიქია, კუცია, თაგვაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, ბადაშვილი

 

დინამო U-17  3:0  შუქურა U-17 

დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ჩომახიძე, ფოჩხუა, აბუთიძე, აღდგომელაშვილი, ჩაკვეტაძე, სეიდოვი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯამარაული, ფიფია, ღვინიაშვილი, ხატიაშვილი, სადღობელაშვილი

 

საბურთალო U-14:1  დინამო U-1

დინამო U-13: ხარშილაძე, ქიტუაშვილი, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, ისმაილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, იაკობიძე, გაგუა

შეცვლაზე შევიდნენ: ბოგვერაძე, ტაბალანი, ლომთაძე, ჩაკვეტაძე, ქველაძე, თვალოძე, გოგუა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024