• Geo
  • Eng
14.08.2014
დინამოს მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება

მინსკში მიმდინარეობს ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის- იური კურნენინის სახელობის მეოთხე მემორიალური ტურნირის გათამაშება. დღეს დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდმა თავისი მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გვანცელაძის შეგირდება მინსკის დინამო 3:0 დაამარცხეს.

 

შეხვედრა მთლიანად ახალგაზრდა დინამოელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ანგარიშშიც აისახა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში ბაბუნაძემ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში მინსკელებმა უხეშად ითამაშეს საჯარიმოში და მსაჯმა მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევა. ნინუამ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და დინამო 2:0 დააწინაურა. მატჩის საბოლოო ანგარიში ჯიქიამ დააფიქსირა. დინამო თბილისმა თანაკლუბელები მინსკიდან სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პირველ ტურში დინამოელებმა პმც პოსტავის აჯობეს 4:2. დღევანდელ მეორე შეხვედრაში კი პმც- მ დინამო კიევთან 2:2 ითამაშა. თბილისელები კიევის დინამოელებს ხვალ, თბილისის დროით 17 საათსა და 15 წუთზე შეხვდებიან.

 

დინამო U-15: გუგეშაშვილი,კიკალიშვილი, ყურშავიშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ქაფიანიძე, კოკაია, კუცია, ბაბუნაძე, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, სამსონია, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, ჯიქია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024