• Geo
  • Eng
13.08.2014
დინამომ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

მინსკში დაიწყო ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის- იური კურნენინის სახელობის მეოთხე მემორიალური ტურნირის გათამაშება. დღეს პირველ შეხვედრაში დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდი პოსტავის პმც- ს დაუპირისპირდა და ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 4:2 დაამარცხეს მეტოქე.

პირველ ტაიმში დინამოელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს პოსტაველთა კართან, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეტოქემ კი კონტრშეტევაზე აიღო ჩვენი გუნდის კარი. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში (ტურნირზე 35 წუთიანი ტაიმებია) ქაფიანიძემ, ბაბუნაძემ და ბუღრიძემ სამჯერ გაუტანეს პმც- ს. პოსტაველებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე სამსონიამ აღადგინა სტატუს ქვო. დინამომ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ხვალ ჩვენი გუნდი საღამოს 19:00 საათზე მინსკის დინამოს დაუპირისპირდება, რომლებმაც დღეს 3:0 დაამარცხეს კიევის დინამო.

დინამო U-15: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ყურშავიშვილი, ნინუა, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, კუცია, ერგემლიძე, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ქაფიანიძე, ბაბუნაძე, ბასარია, სამსონია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024