• Geo
  • Eng
14.06.2014
დინამო U-15 ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონია

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის (1998-99) ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 30- ე ტურში მარტვილის მერანს უმასპინძლეს და კატასტროფული ანგარიშით 12:1 დაამარცხეს მეტოქე. ამ გამარჯვებით დინამოელებმა 79 ქულა დააგროვეს და გათამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. გაიტანეს 138 გოლი 12- ის წინააღმდეგ.
დღეს ასევე 17 წლამდელებმაც ჩაატარეს ბოლო ტურის შეხვერდა მერანის წინააღმდეგ და 6:1 აჯობეს სტუმრებს. ზვიად ჯელაძის შეგირდებმა საბოლოოდ მე- 3 საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, გაიტანეს რა 81 გოლი 33- ის წინააღმდეგ.

ჩემპიონები: ქავთარაძე ნიკა, ყიყინაშვილი ლაშა, კაპანაძე გიორგი, თიგიშვილი გიორგი, ლოსეურაშვილი ლაშა, გაგოშიძე გიორგი, კახიშვილი გიორგი, აბუთიძე ტარიელი, ლორია გიორგი, პაპაშვილი პაპუნა, ყურაშვილი აკაკი, მირიანაშვილი ბექა, გოგილაშვილი გიორგი, მალაზონია ერეკლე, ფოჩხუა ლუკა, აღდგომელაშვილი საბა, სეიდოვი ნურლანი, ნინუა ნიკა, ჩაკვეტაძე გიორგი, ისიანი ლევანი, გუგეშაშვილი ლუკა, ყურშავიშვილი ნიკა, კობოური დავითი, ლოჩოშვილი ლუკა
მწრთვნელები: გვანცელაძე ლევანი, მელქაძე კოტე, ჭანტურია გია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024