• Geo
  • Eng
01.05.2014
ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში 23– ე ტურის მატჩები გაიმართა. დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდები ბათუმელ თანაკლუბელებს დაუპირისპირდნენ და დედაქალაქელებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს.

ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მეტოქეს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანეს და დაგროვილი 59 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. შეხვედრაში ჰეთ–თრიქი ერეკლე მალაზონიამ შეასრულა. კიდევ ერთი გოლი გიორგი თიგიშვილის ანგარიშზეა. ზვიად ჯელაძის გუნდმა ბათუმელებს ორი უპასუხო ბურთით მოუგო. გრიგოლ ფირცხალავამ და ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინეს თავი. დინამოელები დაგროვილი 47 ქულით გათამაშების მეორე ადგილზე იმყოფებიან.

 

დინამო ბთ 0:2  დინამო თბ  U – 17

დინამო U – 17: შოვნაძე, ქანთარია, კაციტაძე, ფიფია, კობოური, საღრიშვილი, გაბრიჩიძე, ჩიხლაძე, მაჩალაძე, ნ. ბაშალეიშვილი, სადღობელაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გადრანი, ფურცხვანიძე, გაბრიჭიძე, ფირცხალავა, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე

ცხრილის სანახავად მიყევით ბმულს

 

დინამო ბთ 1:4  დინამო თბ  U – 15

დინამო U – 15: გუგეშაშვილი, ყიყინაშვილი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ფოჩხუა, თიგიშვილი, პაპაშვილი, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მირიანაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ლოსეურაშვილი, აბუთიძე, აღდგომელაშვილი, გაგოშიძე, მალაზონია, ჩაკვეტაძე

ცხრილის სანახავად მიყევით ბმულს

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024