• Geo
  • Eng
28.11.2013
მომავალი იწყება აქ !

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ბაზა ოფიციალურად 7 ივლისს გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს მსოფლიო დონის ვარსკვლავები - კრიშტიანუ რონალდო და ანდრეი შევჩენკო ეწვივნენ. ინფრასტრუქტურულად უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილ საფეხბურთო აკადემიის გახსნას ესწრებოდა ყოფილი დინამოელი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული - კახი კალაძეც.

 

დღეს, დინამოს საფეხბურთო აკადემიას 9 ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს, რომლებიც  წარმატებულად ასპარეზობენ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. სელექციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, ჩვენი კლუბის სკაუტინგის სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ნიჭიერ და პერსპექტიულ მოთამაშეებს რეგულარულად ეძებენ და აკვირდებიან.  ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელთა გეოგრაფიული არეალი ფართოა - საცხოვრებელ კომპლექსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ლანჩხუთი, ხაშური, ბოლნისი და სხვა)  ჩამოსული მოზარდები ცხოვრობენ. აკადემიაში მყოფი მოზარდი ფეხბურთელების ვარჯიშზე, სპორტულ რეჟიმზე,  კვებაზე და ზოგად განათლებაზე შესაბამისი პერსონალი ყოველდღიურად ზრუნავს.

 

დინამო TV აკადემიაში მცხოვრებ პატარა ფეხბურთელებს ესტუმრა. მოზარდმა ფეხბურთელებმა საკუთარი შთაბეჭდილებები,  მოსაზრებები და სურვილები გაგვიზიარეს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024