• Geo
  • Eng
03.11.2013
მოზარდმა დინამოელებმა ბენდელა–საბურთალო დაამარცხეს

დღეს, დინამო თბილისის აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა გოგოლაძე გახლავთ, ბენდელა–საბურთალოს დიდი  ანგარიშით – 6:1 სძლია. მეტოქის კარში ორი გოლი ბაბლუანმა გაიტანა, თითო გოლი კი კერესელიძემ, წერეთელმა, სიჭინავამ და მინაშვილმა შეაგდეს.

 

მოზარდმა დინამოელებმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს:

ადეიშვილი, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბაშარული, სიხარულიშვილი, გუგუტიშვილი, ბოგველი, სიჭინავა, ბაბლუანი

 

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, დიხამინჯია, ფიფია, თარგამაძე, მინაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024