• Geo
  • Eng
05.10.2013
დინამო U-15 გუნდმა ცხინვალის სპარტაკი დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-15 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლევან გვანცელაძის გაწვრთნილი გუნდი ცხინვალის სპარტაკის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა. დინამოელთაგან ორი გოლი გაიტანა მალაზონიამ, თითო გატანილი ბურთით კი სეიდოვი, ფოჩხუა, ლორია და ყურშავიშვილი გამოირჩნენ.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოს U-17 გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზე:

ქავთარაძე (გუგეშაშვილი), კაპანაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, აბუთიძე (ქაფიანიძე), პაპაშვილი (ლორია), ყურაშვილი (თაგვაშვილი), გოგილაშვილი (მალაზონია), ფოჩხუა (მირიანაშვილი), სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024