• Geo
  • Eng
07.09.2013
ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა U-17 გუნდმაც მოიგო

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-17გუნდმაც. გიორგი მინაშვილის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ვიტ ჯირჯიას  2:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა აკადემიის ახალწვეულმა, გიორგი ხარებაშვილმა, რომელმაც დღეს თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

 

დღევანდელ შეხვედრაში U-17 გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ხაინდრავა, კაპანაძე, კაციტაძე, გადრანი (ფიფია), სადღობელაშვილი, ჯაფიაშვილი (ბაშალეიშვილი ნიკა), ჩიხლაძე (ღვალაძე), ვეკუა, ხარაბაძე, გალდავაძე (გაბედავა), ურჩუხაშვილი (ჯანაძე) (ფირცხალავა)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024