• Geo
  • Eng
07.09.2013
U-15 გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-15 გუნდმა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა პრინციპულ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს დიდი ანგარიშით - 4:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი გოგილაშვილმა, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ გიორგი ლორია და აკაკი ყურაშვილი.

 

დღევანდელ შეხვედრაში U-15 გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ისიანი (გუგეშაშვილი), ზარნაძე (კაპანაძე), გუგეშაშვილი, ლოსეურაშვილი, კობოური, აბუთიძე (ყიყინაშვილი), პაპაშვილი (ლორია), ყურაშვილი (თიგიშვილი), მალაზონია (გოგილაშვილი), ფოჩხუა (მირიანაშვილი), სეიდოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024