• Geo
  • Eng
06.06.2013
დინამოს აკადემიის გუნდი საერთაშორისო ტურნირზე

16 ივნისს დინამოს აკადემიის 1999 წელს დაბადებულთა გუნდი (U-14) ბაქოში გაემგზავრება ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე IBA CUP მონაწილეობის მისაღებად. ტურნირი ჩატარდება ორ ჯგუფად. ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გააგრძელებს ასპარეზობას. B ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან:  შვედური იორგორდენი, სერბული პარტიზანი და ესპანური ვილიარეალი. A ჯგუფში იასპარეზებენ: გერმანული აინტრახტი, უკრაინული კარპატი, თურქული ბეშიქთაში და მასპინძელი ინტერი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024