• Geo
  • Eng
29.05.2023
მომავლის თასი დინამოსია

დინამოელთა სრული ტრიუმფით დასრულდა მომავლის თასი 2023-ის გათამაშება, რომელიც ნიუ ვიჟენის საფეხბურთო მოედანზე მიმდინარეობდა.

 

21 გატანილი გოლი და მშრალად შენახული კარი - ასეთია 12 წლამდე დინამოელთა სტატისტიკა დასრულებულ ტურნირზე, რომლის ფინალშიც მიხეილ ზაბახიძის გუნდმა 3-0 დაამარცხა სელერო. გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი ჩიქობავამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც მათე ეთერიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ იდენტური ანგარიშით მოიგეს თბილისელებმა მეოთხედფინალიც და ნახევარფინალიც - შესაბამისად სამტრედიასთან და საბურთალოსთან. ხოლო ჯგუფურ ეტაპზე დინამომ ინტერს 6-0 აჯობა, ზესტაფონს უგოლოდ დაუზავდა და ასევე 6-0 მოუგო გლდანს. სულ გათამაშებაში 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

 

პატარა დინამოელებმა ორი ინდივიდუალური პრიზიც მიიღეს. გათამაშების საუკეთესო მეკარედ გოლგაუშვებელი ირაკლი მაღლაფერიძე დასახელდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზუკა აბრამიშვილს გადასცეს.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

 

U12 დინამო: ირაკლი მაღლაფერიძე, ნიკა ცეცხლაძე, დემეტრე ფანცულაია, მათე ეთერია, როლანდ ლომიძე, ნიკა ბობოხიძე, ზუკა აბრამიშვილი, ლუკა ზაალიშვილი, საბა კედელაშვილი, ვაკო სადილიანი, ნიკა თურმანიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკა ყულიაშვილი, გიორგი ჩიქობავა, ლუკა რაზმაძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ნიკა ჭუმბაძე და ირაკლი ბერიანიძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024