• Geo
  • Eng
27.05.2023
დინამო 2 თასზე პენალტების სერიაში დამარცხდა

დღეს საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც დინამო 2-მა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა.

 

შეხვედრა მთლიანად დაძაბულ პაექრობაში წარიმართა. კარის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა აღსანიშნავია დინამოელთა სათამაშო უპირატესობა. გამარჯვებული კი ვერც 90 წუთში გაირკვა და დამატებული ტაიმებიც უგოლოდ მიილია. საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა 2-0 იმარჯვეს.

 

დინამო 2 ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას 31 მაისს, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს და ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024