• Geo
  • Eng
07.04.2023
ნახევარფინალური წყვილები გარკვეულია

დღეს დარასელიას თასზე პლეი ოფის მატცები გაიმართა. ორ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო ტურნირის ნახევარფინალში გასული გუნდები, რომლებიც ხვალ დინამოს და სევილიას დაუპირისპირდებიან.

 

დღის პირველ მატჩში ერთმანეთს მონცა და ბაშაქშეჰირი შეხვდნენ. ძირითადი დრო გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე ჩაამთავრეს და რეგლამენტის მიხედვით გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტები უკეთ იტალიელებმა შეასრულეს, მეტოქეს 5-4 აჯობეს და ხვალ დარასელიას თასის ნახევარფინალში სევილიას შეხვდებიან. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე 14.00 საათზე დაიწყება.

 

მეორე შეხვედრაში ჯენოა და ყარაბაღი წარდგნენ ერტმანეთის პირისპირ. დაძაბული მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატია მენდოლიამ გაიტანა. ჯენოა ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ხვალ 12.00 საათიდან დინამოს დაეჭიდება. ეს შეხვედრაც აკადემიის მოედანზე გაიმართება.

 

აზერბაიჯანული ყარაბაღი და თურქული ბაშაქშეჰირი ტურნირის მეხუთე ადგილს 9 აპრილს, ფინალურ დღეს გაითამაშებენ. მათი შეხვედრა 14.00 საათიდან დაიწყება.

 

მონცა 0-0 (5-4 პ) ბაშაქშეჰირი

 

მონცა: მონტანა, ათინასი, მელე, კასტელი, როსინი, ბონაიუტო, კოლიატი, პრინციპე, მონგუცი, გამბა, მუნგარი

სათადარიგო: ვაილატი, კარტა, ივანი, პორტა, სირტორი, მოუტი, კარდელინი

ბაშაქშეჰირი: ოზთურქი, აკჩაი, ჩინარი, შენელი, მუზაფერი, ილმაზი, აკიუზი, გიურელი, ჯანბერკი, იაგმური, კოჩი

სათადარიგო: ალჯანი, ატმაჩა, ოგიუზი, ჩაკმაკი, ა. ალჯანი, კაია, ილჰანი, ოზჯანი, მუნგარი

 

ჯენოა 1-0 ყარაბაღი

 

ჯენოა: მაგალოტი, პალიარი, დი ლაცარო, ტარანტინო, მენდოლია, ნურედინი, პოცოლინი, მაროტა, პეშე, მირალიოტა, გუჩიკი

სათადარიგო: მასელუჩი, ოდერო, პასტორე, კოლონეზე, მარკონი, ჩიდერა, ოდონე

ყარაბაღი: საფაროვი, რზაზადე, ი. ჰასანლი, სალმანლი, ო. ჰასანლი, ნიფტიევი, ჯაბრაილზადე, გასიმოვი, ბინიატზადე, ჯაბარლი, მამადოვი

სათადარიგო: ისღანდარლი, ბაბაზადე, ალიზადე, ნასიბლი, რზაევი, ისღანდაროვი, ბაბაიევი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024