• Geo
  • Eng
06.04.2023
მესამე დღე დარასელიას თასზე

დღეს დარასელიას თასზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა და ორივე გუნდში ადგილები გადანაწილდა.

 

პირველ მატჩში მონცა ყარაბაღს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. ნიკოლო გამბას და ტომასო პრინციპეს გოლებს ყარაბაღელებმა ერთი ავტო გოლი მიამატეს. საბოლოოდ A ჯგუფში პირველი ადგილი დინამომ დაიკავა, მეორეზე მონცა გავიდა, ხოლო მესამეზე ყარაბაღი.

 

მეორე შეხვედრაში ჯენოა ბაშაქშეჰირს შეხვდა და მეორე იტალიურმა გუნდმაც დიდი ანგარიშით 3-0 იმარჯვა. ისტანბულელთა კარში გოლები ალესანდრო პალიარიმ, ნიკოლას გუჩიკმა და ჯოი ნურედინიმ გაიტანეს. B ჯგუფში თურქულმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველი ადგილის გამოსარკვევად წილისყრა გაიმართა, რადგან ჯენოამ და სევილიამ 4-4 ქულა დააგროვა. მათ ბურთების ბალანსი (3-1) და ყვითელი ბარათების რაოდენობა (2/2) ერთნაირი აღმოაჩნდათ, შესაბამისად დაკავებული ადგილის გასარკვევად ტურნირის რეგლამენტით წილისყრის გამართავ გახდა საჭირო. პირველ ადგილზე სევილია გავიდა, ხოლო მეორე პოზიციას ჯენოა დასჯერდა.

 

ხვალ პლეი ოფის ეტაპი გაიმართება. ნახევარფინალში გასასვლელად 12.00 საათიდან მონცა ბაშაქშეჰირს შეხვდება, ხოლო 14.00 საათიდან ერთმანეთს ჯენოა და ყარაბაღი დაუპირისპირდებიან.

 

მონცა 3-0 ყარაბაღი

 

მონცა: მონტანა, ათინასი, კარტა, მელე, კასტელი, როსინი, ბონაიუტო, კოლიატი, პრინციპე, მონგუცი, მუნგრი

სათადარიგოები: ვაილატი, დელ დუჩა, ივანი, პორტა, სირტორი, მოუტი, კარდელინი, გამბა

ყარაბაღი: ისღანდარლი, ი. ჰასანლი, სალმანლი, ო. ჰასანლი, ნიფტიევი, ჯაბრაილზადე, ბაბაზადე, გასიმოვი, ბინიათზადე, ჯაბარლი, ბაბაიევი

სათადარიგოები: საფაროვი, რზაზადე, ალიზადე, ნასიბლი, რზაევი, ისღანდაროვი, მამადოვი

 

ჯენოა 3-0 ბაშაქშეჰირი

 

ჯენოა: მაგალოტი, პალიარი, კოლონეზე, მარკონი, ტარანტინო, ჩიდერა, პოცოლინი, მაროტა, მირალიოტა, ოდონე, გუჩიკი

სათადარიგოები: მასელუჩი, ოდერო, პასტორე, დი ლაცარო, მენდოლია, ნურედინი, პეშე

ბაშაქშეჰირი: ალჯანი, ატმაჩა, შენელი, ოგიუზი, მუზაფერი, გიურელი, კაია, ილჰანი, ოზჯანი, იაგმური, კოჩი

სათადარიგოები: ოზთურქი, აკჩაი, ჩინარი, ჩაკმაკი, ილმაზი, აკიუზი, ჯანბერკი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024