• Geo
  • Eng
26.05.2022
მოგება და მარცხი ერევნის ტურნირზე

დინამოს აკადემიის 14 და 15 წლამდე გუნდები ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ. გუნდებმა პირველი მატჩები სომხეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებთან გამართეს. რევაზ გვარაკიძის გუნდი მათე შათირიშვილის გოლით იგებდა, თუმცა საბოლოოდ 1-2 დამარცხდა. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა კი სომხეთის 15 წლამდე ნაკრებს 1-0 ნიკა ჩიქოვანის გოლით აჯობეს. ხსენებული გუნდების გარდა ტურნირში ასევე ურარტუს 14 და 15 წლამდე გუნდები, პიუნიკი და აკადემია მონაწილეობენ.

 

რევაზ გვარაკიძის გუნდი (U14 დინამო)

გიორგი ბაშარული, გიორგი გონგაძე, შოთა დიაკონიძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი სამხარაძე, კობა კაკაშვილი, ლუკა ციკოლია, ნიკა ადუაშვილი, ალბერტ მადოიანი, დავით ადამია, ავთო გიორგაძე, ზუკა იმნაიშვილი, ნიკა სილაკაძე, დავით წიქარიშვილი, ნიკა ბენდელიანი, დავით ჩიგოშვილი და სერგი ხაჩატურიანი.

 

ვასილ გეგუჩაძის გუნდი (U15 დინამო)

ლუკა აშოტია, დაჩი ჩოჩიშვილი, გიორგი გვასალია, ანდრია ყაზარაშვილი, გიგი გლუნჩაძე,ალექსანდრე ჩოლოკავა, საბა ხარებაშვილი, ლუკა წულაია, ნიკა გვაზავა, ნიკა ჩიქოვანი, საბა კაკულია, ლაზარე ნაყენაძე, ნიკა ელისაშვილი, ვახო სალია, თორნიკე გულიაშვილი, რეზი დანელია, ლაშა ხუციშვილი, ანდრია ვიბლიანი, მათე ქარდავა, ანდრია ხოროიშვილი და თემო ბარნოვი.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024