• Geo
  • Eng
05.05.2022
დინამოელები 15 და 16 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 15 წლამდე ნაკრები 8 მაისიდან ერევნის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება. გიორგი ჩიტაურის გუნდი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე 8 მაისს ლიბანის ნაკრებს შეხვდება. 10 მაისს მოლდოვას ვეთამაშებით, ხოლო დასკვნით დღეს, 12 მაისს მეტოქეობას მასპინძლები გაგვიწევენ. მთავარმა მწვრთნელმა დინამოს აკადემიიდან ტურნირზე საასპარეზოდ 12 ფეხბურთელი მიიწვია.

 

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები რუსთავში გასამართი უეფას განვითარების თასისთვის მოემზადება. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი სფფ-ს რუსთავის აკადემიის მოედანზე 11 მაისს ზამბიის ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო 16 მაისს აზერბაიჯანს ვუმასპინძლებთ. სამწვრთნელო შტაბმა მატცებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 9 ფეხბურთელს უხმო.

 

U15 | მატჩების განრიგი

8 მაისი | ლიბანი - საქართველო
10 მაისი | მოლდოვა - საქართველო
12 მაისი | სომხეთი - საქართველო

 

U16 | მატჩების განრიგი

11 მაისი | საქართველო - ზამბია
16 მაისი | საქართველო - აზერბაიჯანი

 

აქვე გთავაზობთ დინამოდან ნაკრებში გამოძახებულთა სიას:

 

15 საქართველო:

მეკარე: დაჩი ჩოჩოშვილი

მცველები: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე

ნახევარმცველები: ანდრია ხოროიშვილი, ანდრია ვიბლიანი, ნიკოლოზ გვაზავა, ლუკა წულაია, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რეზი დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი

თავდამსხმელი: თორნიკე გულიაშვილი

 

U16 საქართველო:

მეკარე: მათე საური

მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ვახტანგ სალია, თემურ ოდიკაძე
თავდამსხმელი: ლუკა ბუბუტეიშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024