• Geo
  • Eng
26.03.2022
19 წლამდელების ფრე ისლანდიასთან

ხორვატიაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის. დღეს საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ფრეს დასჯერდა.

 

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში დინამოელმა თორნიკე დუნდუამ 73-ე წუთზე გახსნა. მატჩის 89-ე წუთზე მსაჯმა, რომელმაც მატჩს 8 წუთი დაამატა, ნიკა ცხოვრებაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ახალგაზრდა ჯვაროსნები კაცნაკლულები დარჩნენ. სწორედ დამატებულ ბოლო წუთზე ორი სტეინ ოსკარსონმა საფინალო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ვასილ მაისურაძის გუნდმა რუმინეთთან მატჩი 1-5 დათმო და შესაბამისად ჯგუფში გამარჯვების შანსი დავკარგეთ. ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 მარტს, მასპინძელ ხორვატიასთან გამართავს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024