• Geo
  • Eng
04.02.2022
9 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას იწყებს. ახალგაზრდა ფეხბურთელები მინსკში განვითარების თასზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც 6 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით ისრაელის, ბელარუსის, მოლდოვის და უზბეკეთის ნაკრებებს შეხვდებიან.

 

ამის შემდეგ გუნდი მონტენეგროში გაემგზავრება და ადგილობრივ ნაკრებთან 15 და 17 თებერვალს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

 

გიორგი ჩიტაურმა 17 წლამდე ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 9 ფეხბურთელი გამოიძახა:

 

მცველები: საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი) ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (დინამო თბილისი), ამინ კარაევი (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), დავით გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024