• Geo
  • Eng
13.12.2021
დინამოს თასი 14 წლამდე დინამოელებმაც მოიგეს

დინამოს თასი 2021 14 წლამდე ფეხბურტელებს შორისაც დინამოელების ტრიუმფით დასრულდა. მეორე ადგილი ალმათის კაირათს ერგო, მესამეზე ერევნის პიუნიკი გავიდა, მეოთხე ადგილი კი მარტვილის საფეხბურთო აკადემიამ ჩაიბარა.

ფინალური მატჩი ალმათის კაირათთან დაძაბულად წარიმართა. პირველი, გარდამავალი უპირატესობის მქონე ტაიმის მე- 10 წუთზე, ისმაილ მურთაზას ზუსტი დარტყმით ანგარიში ყაზახებმა გახსნეს. მეორე ტაიმში დინამოს აშკარა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ანგარიშზეც აისახა. რეზი დანელიამ 61- ე წუთზე სტატუს ქვო აღადგინა, ნიკა გვაზავამ კი მატჩის ბოლოს გადამწყვეტი გოლი გაიტანა და დინამოელებმა 2-1 იმარჯვეს. მესამე ადგლისთვის მატჩში ერევნის პიუნიკმა მარტვილის აკადემია 3-0 დაამარცხა. გოლები არამე მინასიანმა (2) და სერგეი არუთინიანმა გაიტანეს.

ორგანიზატორებმა ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელებიც დააჯილდოვეს.

საუკეთესო მეკარე - რასულ სალიმოვი (კაირათი)

საუკეთესო მცველი - გიორგი ხარებაშვილი (დინამო)

საუკეთესო ნახევარმცველი - საბა ჩიქოვანი (მარტვილი)

საუკეთესო თავდამსხმელი - არამე მინასიანი (პიუნიკი)

საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა წულაია (დინამო)

 

ლურჯ-თეთრ ფერებს ტურნირზე - ლუკა აშოტია, დავით ღვარძელაშვილი, ნიკა გვაზავა, საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია, ლაშა ხუციშვილი, ლუკა წულაია, თორნიკე რეხვიაშვილი, რეზი დანელია, ვახო სალია, ლაზარე ნათენაძე, თემო ბარნოვი, ანდრია ხაზარაშვილი, ნიკა ჩიქოვანი, თორნიკე გულიაშვილი, ანდრია ვიბლიანი, ანდრია აბაშიძე, დაჩი გოგოლი, სპარტაკ სტეფლიანი და ალექსანდრე ჭოლოკავა იცავდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი - რევაზ გვარაკიძე გახლავთ.


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024