• Geo
  • Eng
22.10.2021
დინამო 2- მა მარგვეთიც დაამარცხა

დინამოს მეორე შემადგენლობამ მორიგი ტურის შეხვედრა ხარაგაულში, მარგვეთის წინააღმდეგ გამართა და მორიგი სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში. თბილისელებმა მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს. შეხვედრის დებიუტში გიორგი ჭვრიტიძემ გახსნა ანგარიში, ტაიმის ბოლოს კი ირაკლი იაკობიძემ მეორე გოლი გაუტანა მასპინძლებს. 57- ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა მარგვეთის კარში, ხოლო საბოლოო ანგარიში 65- ე წუთზე ლუკა სალუქვაძემ დააფიქსირა 0-4. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერობს. მომდევნო მატჩს დინამოელები 27 ოქტომბერს, აკადემიის მოედანზე, წალენჯიხის სქურთან გამართავენ.

 

მარგვეთი 0-4 დინამო-2

დინამო-2: მიგინეიშვილი, იაკობიძე, სალუქვაძე, ოსიყმაშვილი, ომარაშვილი, ოდიშარია, ქოქოსაძე, ფაჩულია, გაბიტაშვილი, მაისურაძე, ჭვრიტიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხმელიძე, უგრეხელიძე, სიხარულაშვილი, ბაბუნაძე, დუმბია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024