• Geo
  • Eng
19.10.2021
8 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

22- დან 28 ოქტომბრის ჩათვლით უნგრეთი 17 წლამდე ევრო ჩემპიონატის მე- 4 ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდს უმასპინძლებს. მადიარების გარდა ჯგუფში საქართველოს, ისლანდიის და ესტონეთის ჭაბუკთა ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.

22 ოქტომბერს გიორგი ჩიტაურის გუნდი სკანდინავიელებს შეხვდება, 25 ოქტომბერს ჭაბუკი ჯვაროსნები მასპინძლებს ეთამაშებიან, ხოლო 28- ში ჩვენი ნაკრების მეტოქე ესტონეთი გახლავთ.

დინამოს თბილისიდან აღნიშნულ საკვალიფიკაციო მატჩებში სათამაშოდ 8 ფეხბურთელია გამოძახებული: საბა ხარჩილავა, თენგო ალიბეგაშვილი, აკაკი გიუნაშვილი, თენგო გობეშია, გაბრიელ სიგუა (ნაკრების კაპიტანი), ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე და გიორგი ფარცვანია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024