• Geo
  • Eng
22.06.2021
კაკაშვილის გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო

დინამოს მეორე შემადგენლობა დღეს ჩემპიონატის მე- 13 ტურში სართიჭალის შტურმს დაუპირისპირდა. გათამაშების ლიდერმა მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა. დავით ზურაბიანმა ჰეთ თრიქი ჩაიწერ აქტივში, ერთი გოლიც გიორგი მირზიკაშვილის ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 33 ქულით პირველ ადგილს იკავებს და 29 ივნისს ზესტაფონში, უშუალო კონკურენტ ზესტაფონს შეხვდება, რომელიც დინამოს 5 ქულით ჩამორჩება.

დინამო-2  4-0  შტურმი

დინამო-2: ხარშილაძე, აწყურელი, სალუქვაძე, მაისურაძე, გაბიტაშვილი, ჟივიძე, ჩხეტიანი, ოსიყმაშვილი, ლომინაძე, მირზიკაშვილი, ზურაბიანი

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, ავალიანი, გოგობერიშვილი, ქოქოსაძე ნ, ქოქოსაძე ლ, ხინჩიაშვილი, ქოჩაკიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024