• Geo
  • Eng
15.05.2021
17 წლამდელების მოგება და მეორე გუნდის პირველი მარცხი

17 წლამდე ჩემპიონატში დინამოელებმა მერვე ტურის შეხვედრები გამართეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი მარტვილში ადგილობრივ სალხინოს დუპირისპირდა და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. კობახიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც თოდუამ გაიტანა. დინამოელებმა ამ მოგებით 17 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. 16 წლამდელებმა კი ერთი წლით უფროს ბათუმელებს უმასპინძლეს და საინტერესო შეხვედრა 3-4 დათმეს. გოლები ფარცვანიამ, ხარჩილავამ და უკლებამ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 14 ქულით მე- 4 ადგილზეა.

ასევე მერვე ტურის შეხვედრა გამართა დინამო 2- მა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ზუგდიდი ოდიში მიიღო და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცრხი განიცადა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა 2-3 მორცა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები სამი ბურთით დაწინაურდნენ, ნოდრ ლომინაძემ და ნიკა უგრეხელიძემ ორი ბურთი გაქვითეს, თუმცა შეხვედრის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. დინამოელები 8 ტურის შემდეგ 21 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი 19 მაისს საქართველოს თასის მერვედფინალში გარეჯთან გამართავს.

 

დინამო-2 2-3 ოდიში

U17 სალხინო 1-4 დინამო

U16 დინამო თბილისი 3-4 დინამო ბათუმი U17

 

დინამო-2: ხარშილაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, ჩხეტიანი, ზურაბიანი, მოისწრაფიშვილი, გვიშიანი მაისურაძე

შეცვლაზე შევიდნენ: სიხარულაშვილი, ორშულა, ლომინაძე, გრძელიძე, ხინჩიაშვილი

 

U17 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, მორჩილაძე, ლაცაბიძე, კვერენჩხელაძე, გოგნაძე, კობახიძე, სიგუა, თოდუა, შიოლაშვილი, თოფურია

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გოგებაშვილი, უღრელიძე, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ხიმშიაშვილი, მელქაძე

 

U16 დინამო: ლიპარტელიანი, ცეცხლაძე, გობეშია, გიუნაშვილი, სურმავა, თოლორდავა, რობაქიძე, ხარჩილავა, ნინიძე, ფარცვანია

სათადარიგო სკამი: ღვარძელაშვილი, მახარაძე, თამაზაშვილი, უკლება, ბოლოთაშვილი, ჯიქია, კოპალეიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024