• Geo
  • Eng
25.04.2021
19 წლამდელები უდანაკარგოდ

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარეს, რომელშიც გაგრას უმასპინძლეს. დედაქალაქელებმა შეხვედრაში დიდი ანგარიშით 6-0 იმარჯვეს, ანგარიში გოგობერიშვილმა პირველ ტაიმში გახსნა. მეორე ნახევარში სიხარულაშვილმა კიდევ უფრო დააწინაურა დინამო. ამას გოგობერიშვილის კიდევ ორი გოლი მოჰყვა. შედეგიანად ასევე თოდუამ და ქეცბაიამ ითამაშეს. ვალერი გაგუას გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილი გაიმყარა.

 

U19 დინამო 6-0 გაგრა

 

U19 დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, დუნდუა, ბაგრატიონი, მირზიკაშვილი, ჩხეტიანი, ბაბლუანი, სიჭინავა, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: მაქაცარია, გოგონაძე, იაკობიძე, ცხოვრებაშვილი, თოდუა, ქეცბაია, ღონღაძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024