• Geo
  • Eng
22.02.2021
აკადემიაში ამხანაგურები გაიმართა

დინამოს აკადემიაში გრძელდება მოახლოებული სეზონისთვის მზადება და ასაკობრივმა გუნდებმა მორიგი ამხანაგური მატჩები გამართეს.

დინამოს მეორე შემადგენლობამ ბორჯომი 3-1 დაამარცხა, 19 წლამდელებმა იბერიასთან 0-0 ითამაშეს, 17 წლამდელებმა სოხუმის დინამოს 6-1 აჯობეს, 16 წლამდე დინამომ 17 წლამდე საბურთლოსთან 1-2 დათმო მატჩი, ხოლო 0-1 15 წლამდელები 16 წლამდე გლდანის გუნდთან დამარცხდნენ. დინამოს 13 წლამდელებმა 3-0 გორის 14 წლამდე გუნდს მოუგეს და იმავე ანგარიშით დინამოს 14 წლამდელებმა დინამოს სკოლის თანატოლებს მოუგეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024