• Geo
  • Eng
02.11.2020
უპრეცედენტო ამბავი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

სფფ- ს მიერ UEFA- ში წარდგენილი იყო ჯესი სურმავას მიერ მარტვილის საფეხბურთო სკოლის და ზოგადად, სამეგრელოს რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები. UEFA- მ აღნიშნული პროექტი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ სცნო, ხოლო თავად ჯესი სურმავა უმაღლესი ჯილდოს - ოქროს მედლის ნომინაციაში არის წარდგენილი.

 

ჯესი სურმავა: მარტვილის საფეხბურთო სკოლის პროექტის სათანადო წარდგენისათვის სფფ- მ დიდი სამუშაო გასწია. ასევე როგორც გავიგეთ, ოქროს მედლის ნომინაციაზე წარდგენა საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც სიხარულთან ერთად მომავალ საქმიანობაში დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე მედგნენ გვერდში და მეხმარებოდნენ საფეხბურთო სკოლის სისტემურ განვითარებაში. როდესაც სისტემურ განვითარებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ მასობრივი ფეხბურთის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მოსწავლეთა მასობრიობის ზრდის და კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებულ სამუშაოებს, რაც წლების მანძილზე ეტაპობრივად ხორციელდებოდა.

საფეხბურთო სკოლას განვითარების ყველა ეტაპზე გვქონდა უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა, რამაც ჩვენი განვითარება ახალ საფეხურზე აიყვანა და 2018 წელს ასეთი უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა დინამო თბილისის თანხმობა იყო ჩვენთან თანამშრომლობაზე. ამან ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მასობრიობის გაორმაგება გამოიწვია და ჩვენს აკადემიას რეგიონალური სტატუსი შესძინა.

ჯეს

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024