• Geo
  • Eng
21.08.2020
ახალგაზრდა დინამოელები სრული სვლით

ჩემპიონატში პირველი შეხვედრა ჩაატარა დინამოს მეორე შემადგენლობამ. დედაქალაქელები რეგიონული ლიგის დ ჯგუფში ასპარეზობენ და პირველ ტურში გურჯაანში ალაზანს ორის წილ შვიდი გოლი გაუტანეს. ახვლედიანმა ჰეთ თრიქი შეასრულა, აბუაშვილმა დუბლი გაიფორმა, თითო გოლი კი მორჩილაძემ და ომარაშვილმა გაიტანეს. მომდევნო მატჩი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს 27 აგვისტოს რუსთავის მეორე გუნდთან ექნება.


დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ წარმატებით დაიწყო ოქროს ლიგის გათამაშება. მოქმედმა ჩემპიონებმა საწყის ორ შეხვედრაში 6 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ. ვალერი გაგუას შეგირდებმა პირველ ტურში ქუთაისში ადგილობრივი ტორპედო აბუაშვილის გოლით 1-0 დაამარცხა, შემდეგ მატჩში კი დინამოელებმა ლოკომოტივს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავის გამოჩენა ზურაბიანმა, ლომინაძემ და ოდიშარიამ მოახერხეს. დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 25 აგვისტოს ზუგდიდში დინამოსთან ჩაატარებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024