• Geo
  • Eng
21.12.2019
ხვალ ბენდელას ფინალში

დინამო თბილისის 11 წლამდე შემადგენლობა საიუბილეო ბენდელას თასის გათამაშებაზე მორიგი ტიტულისკენ მიიწევს. ზურა ელიავას შეგირდებმა დღეს ტურნირის ნახევარფინალში მასპინძელ საბურთალოსთან საინტერესო შეხვედრა გამართეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში ციკოლიამ შორი და უზუსტესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი ლომიძემ თავური დარტყმით გაიტანა. ოქროს მედლების მოსაპოვებლად ხვალ დინამოელები ალმათის კაირატს (რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში გორს 7:0 აჯობა) ბენდელას სტადიონზე 18.00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024