• Geo
  • Eng
20.12.2019
ბენდელაზე ჯგუფში პირველი ადგილით

ბენდელას თასზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. დინამოელებმა D ჯგუფში მესამე მატჩიც მოიგეს. საჩხერის ჩიხურას რვა უპასუხო გოლი გაუტანეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ზემოიმერელთა კარში გოლები მელქაძემ (2), ადამიამ (2), კაკაშვილმა, მხეიძემ, ადუაშვილმა და შათირიშვილმა გაიტანეს. ტურნირის მეოთხედფინალში ზურაბ ელიავას გუნდი მარტვილის დინამოს შეხვდება. დინამოს სკოლის გუნდმა გათამაშების მესამე მატჩი კაირატთან 2:4 დათმო. გოლები მელაშვილის და კვიჟინიძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024