• Geo
  • Eng
17.12.2019
დინამოელები ბენდელას თასზე

ბენდელას თასის საიუბილეო 30- ე გათამაშებამ სტარტი აიღო. 2008 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ტურნირში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. დინამოელები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობენ და ტროფეისთვის ორი გუნდით იბრძოლებენ. დინამო D ჯგუფში ყარაბახს, ჩიხურას და გორს ეთამაშება. დინამო 2 კი A ჯგუფში საბურთალოს, ტორპედოს და კაირათს შეხვდება. პირველი ტურის მატჩებში დინამოს სკოლის გუნდი ტორპედოსთან 1:4 დამარცხდა (გოლი გიორგაძეს ანგარიშზეა), ხოლო დინამოს პირველმა შემადგენლობამ ყარაბახი 7:0 დაჯაბნა. მელქაძის ჰეთ თრიქს დუბლი ადუაშვილმა მიამატა, თითო გოლი კი ხარებაშვილმა და ბენდელიანმა გაიტანეს.

მეორე ტურის მატჩები ჩაატარეს ჩვენმა გუნდებმა. დინამოს სკოლის კრებულმა 2:3 დათმო საბურთალოსთან. გოლები ბუცხრიკიძემ და მელაშვილმა გაიტანეს. დინამოს აკადემიის გუნდი კი გორს შეხვდა და 5:0 დაამარცხა მეტოქე. მელქაძის დუბლს გოლები ადუაშვილმა, ხარებაშვილმა და ადამიამ მიამატეს. 

 

 

 

 

 

დინამო 2: კვარაცხელია, სამხარაძე, ზამბახიძე, ბაქრაძე, გიორგაძე, ბუცხრიკიძე, ძაძუა, კვიჟინაძე, მელაშვილი

სათადარიგო სკამი: ნიჟარაძე, თამაზაშვილი, ბარქაია, ხარებავა

 

დინამო: ერიაშვილი, ხარებაშვილი, დიაკონიძე, ლომიძე, შათირიშვილი, ბენდელიანი, ადუაშვილი, ადამია, მელქაძე

სათადარიგო სკამი: შუბითიძე, კაკაშვილი, ციკოლია, წიქარიშვილი, მხეიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024