• Geo
  • Eng
14.11.2019
10 წლამდე დინამოელები ატეიტის თასზე

ლიეტუვაში ატეიტის თასის საიუბილეო - მეათე გათამაშება მიმდინარეობს, რომელშიც დინამოელები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ამჯერად ვილნიუსისკენ გეზი ჩვენი აკადემიის 10 წლამდელებმა აიღეს. შალვა კვარაცხელიას შეგირდები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და H ჯგუფში მინსკის დინამოს, უკრაინულ პრემიერ ნივას და ადგილობრივ აუდრას შეხვდებიან. სულ კი ტურნირში 48 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის - როტერდამის ფეიენოორდი, სტოკჰოლმის ჰამარბი, დინამო კიევი და ბორისოვოს ბატე.

შალვა კვარაცხელიას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: მათე ჭელიძე, გიგი წიკლაური, ამირან მესხიშვილი, დათო ცქვიტაია, დათო ესვანჯია, გიორგი გერგედავა, სანდრო ბინიაშვილი, ავთო ხარძეიშვილი, დათო კუპრეიშვილი, ნიკა მახარობლიშვილი, გიორგი ჯამარაული, ლუკა სხირტლაძე, საბა შარვაშიძე, ანდრია ჩხაიძე, ანდრია ფოცხვერია, ანდრია ეკუტიძე და თორნიკე შუბითიძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024