• Geo
  • Eng
02.11.2019
17 წლამდელების 12 გოლი

17 წლამდელთა პირველობის ოქროს ლიგაში დინამოელებმა მორიგი მატჩი გამართეს, რომელშიც ფოთის კოლხეთს უმასპინძლეს. თამაში პირველივე წუთებიდან მასპინძელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ორნიშნა ანგარიშით დასრულდა. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა მეტოქეს 12 უპასუხო გოლი გაუტანა. ჰეთ-თრიქი ქოჩაკიძემ შეასრულა, დუბლი ჩხეტიანმა, გაგნიძემ და გეგიაძემ შეასრულეს, თითო გოლი კი ოსიყმაშვილმა, ჯინჯოლავამ და მიქაუტაძემ გაიტანეს. დინამოელები 14 მატჩიდან დაგროვილი 32 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, 6 ნოემბერს კი უშუალო კონკურენტ ლოკომოტივთან ჩაატარებენ შეხვედრას.

 

U17 დინამო თბილისი 12:0 კოლხეთი ფოთი

 

U17 დინამო: შურღაია, მაისურაძე, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, გეგიაძე, გაგნიძე, ოსიყმაშვილი, ჯინჯოლვა, ჩხეტიანი, ქოჩაკიძე

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, კვარაცხელია, სალუქვაძე, მიქაუტაძე, იობაშვილი, ბზეკალავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024